ახალი ამბები
სანდრა რულოვსი და დავით ბაქრაძე ამომრჩევლებს ქარელში შეხვდნენ
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიის პირველი ათეულის წევრები გორიდან ქარელში წავიდნენ და ადგილობრივ მხარდამჭერებს შეხვდნენ.

მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ილია ბურჯანაძე წარუდგინეს. აგურქარხნის დასახლებაში შეკრებილ ქარელელებს 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდეს.

ილია ბურჯანაძე ქარელის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელია, რომელმაც აღნიშნული თანამდებობა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგაც, გარკვეული პერიოდი შეინარჩუნა.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე საკრებულოს წევრის მანდატიც მოიპოვა.

ქარელში ,,ნაციონალური მოძრაობის" პირველი ათეულის წევრები - დავით ბაქრაძე, ელისაბედ სანდრა რულოვსი, ნიკა მელია და სხვები გორიდან გაემგზავრნენ. გორში გამართულ შეხვედრაზეც ამომრჩევლებს თავიანთი კანდიდატების მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. 





Print

სტატიის გამოყენების პირობები