ახალი ამბები
კავთისხევში სახლართი ბადით თევზაობის ორი ფაქტი გამოავლინეს
კასპის რაიონის სოფელ კავთისხევში მდინარე მტკვარზე მოქალაქეები ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდნენ.

აღნიშნული ფაქტი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის განყოფილების თანამშრომლებმა გამოავლინეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, თევზჭერის წესების დარღვევის ასეთი ორი ფაქტი გამოავლინეს.

გარემოს დამცველებმა შესაბამისი ოქმები შეადგინეს და ანკესები დალუქეს. მათი ინფორმაციით, უკანონოდ დაჭრილი თევზი გაშვებული იქნა მდინარე მტკვარში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები