ახალი ამბები
ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირება ხაშურსა და კასპში
კასპის რაიონის სოფელ ახალციხეში და ხაშურის რაიონის სოფელ ჩუმათელეთში წიფლის და მუხის სახეობის საშეშე მერქანით დატვირთული ავტომანქანები აღმოაჩინეს.

აღნიშნული ღონისძიება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის თანამშრომლებმა ჩაატარეს.

დეპარტამენტის პრეს-სამსახურის შეფასებით, ადგილი აქვს ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 2 ფაქტს.

,,მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს შესაბამისი დოკუმენტაცია და შედგა შესაბამისი ოქმები." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები