ახალი ამბები
პატრიოტთა ალიანსის ცნობით, ხაშურში სოციალურ დაუცველებს ემუქრებიან
საქართველოს პატრიოტთა ალიანსის ხაშურის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რამაზ ნოზაძე ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებს ამომრჩევლების მუქარაში ადანაშაულებს.

ამის შესახებ მაჟორიტარობის კანდიდატმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები შინდარის დასახლებაში და სოფელ ჩუმათელეთში მათ მხარდამჭერებს დაემუქრნენ.

,,კერძოდ, სოციალური დახმარება შეუწყდებოდათ, თუ პატრიოტთა ალიანსის კანდიდატთთან შეხხვედრებს დაესწრებოდნენ." - ამბობს რამაზ ნოზაძე.

კანდიდატი ირწმუნება, რომ უახლოეს პერიოდში სოციალურად დაუცველები ამის შესახებ თვითონ ისაუბრებენ.

,,ბატონმა რამაზმა უნდა ისაუბროს კონკრეტული ფაქტებით და დაასახელოს კონკრეტული შემთხვევვები. ჩვენ, მხოლოდ, ამის შემდეგ გავაკეთებთ ოფიციალურ კომენტარს." - უპასუხა გამგეობის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო სუხიაშვილმა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები