ახალი ამბები
ცესკოს ვებ-გვერდზე ინფორმაცია სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზეც განთავსდება
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმება მათთვის გასაგებ ენაზე (სომხური, აზერბაიჯანული) შეუძლიათ.

ამის შესახებ ცესკოში დღეს გამართულ შეხვედრაზე განაცხადეს.

ცესკოს ვებ-გვერდის საშუალებით, ეთნიკურ უმცირესობებს საარჩევნო უბნების მოძებნის საშუალებაც ექნებათ.

პრეს-სამსახურის ცნობით, ამომრჩევლები, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის მეშვეობით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არჩევნებთან დაკავშირებულ ნებისმიერი სახის ინფორმაციას მიიღებენ.

,,ასევე აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო ვიდეო რგოლები ითარგმნა როგორც სომხურ ისე აზერბაიჯანულ ენებზე და განხორციელდა არაერთი საგანმანათლებლო პროექტი ეთნიკური უმცირესობებით." - აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

დღევანდელ პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ; მათ დადებითად შეაფასეს ცესკოს მიერ განხორციელებული აქტივობები.

7 სექტემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის განხორციელებულ საქმიანობებსა და შეთავაზებულ სერვისებზე იმსჯელეს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები