ახალი ამბები
„ხაშური - ოქროს შემოდგომა 2016“ გაიმართება
ხაშურში 10-11 სექტემბერს სახალხო ფესტივალი "ხაშური - ოქროს შემოდგომა 2016" გაიმართება.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტიდან მიაწოდეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით,  ღონისძიებები 10 სექტემბერს 10:00 საათზე ქალაქის პარკში დაიწყება.

,,იგეგმება არაერთი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ. ფესტივალის ფარგლებში ხაშურს 6 ქვეყნის ლიტვის, ლატვიის, შვედეთის, უკრაინის, ბელორუსიის და პოლონეთის დელეგაცია ეწვევა." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

დელეგაციის წევრები ადგილობრივი შემსრულებლებისა და ჯგუფ "ეგარის" კონცერტს დაესწრებიან.

ღონისძიებებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 28 000 ლარია გამოყოფილია.

ფესტივალი „ხაშურის ოქროს შემოდგომა“ ქალაქში 2011 წლიდან იმართება.

 

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები