ახალი ამბები
"რესპუბლიკელებმა" ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოფიციალურად წარადგინეს
პარტია „რესპუბლიკელებმა“ ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირინა გელაშვილი ოფიციალურად წარადგინეს.

პრეზენტაციაზე პარტიის ლიდერები თამარ კორძაია, თამარ ხიდაშელი და ლევან ბერძენიშვილი ჩავიდნენ.

კანდიდატის წარდგენამდე სტუმრებმა და მასპინძლებმა საარჩევნო შტაბიც გახსნეს.

ირინა გელაშვილი 2012 წელს კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბს ხელმძღვანელობდა.

2013 წელს ის ხაშურის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე დაინიშნა, პოსტი 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნების პერიოდში დატოვა და საარჩევნო მარათონში ჩაება.

2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ირინა გელაშვილი ხაშურის საკრებულოს წევრი გახდა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები