ახალი ამბები
,,მადლობა, ქალბატონო სანდრო" - სანდრა რულოვსი ქარელში (VIDEO)
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სიის პირველი ათეულის წევრებმა ქარელელებს ილია ბურჯანაძის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს.

,,დიდი მადლობა, ქალბატონო სანდრო" - უპასუხა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი სიის პირველ ათეულშია და დავით ბაქრაძესთან, ნიკა მელიასთან და სხვებთან ერთად რეგიონებში მხარდამჭერებს ხვდება.

ერთერთმა მოქალაქემ სანდრა რულოვს უთხრა, რომ ის უახლოეს დღეებში ოდესაში მიდის და იქ მყოფ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაში დაეხმაროს.

,,მითხრა, ოდესაში მივდივარ და მიშას ნახვა მინდაო. მე ვუთხარი, მეც მინდა მიშას ნახვა, ოღონდ, აქ საქართველოში - მეთქი" - თქვა სანდრა რულოვსმა.




Print

სტატიის გამოყენების პირობები