ახალი ამბები
ქარელს ავტოსადგურის ახალი შენობა ექნება
ქარელის მუნიციპალიტეტში ავტოსადგურის შენობის სრული რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაობი დღეს ქარელის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით ობიექტს რეაბილიტაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის მანძლზე არ ჩატარებია და ეს პირველად ხდება.

რეაბილიტაცია უკვე ერთი კვირაა დაიწყო. შენობიდან გატანილია ყველა სახის ინერტული მასალები, ნარჩენების გატანა ასევე ხდება მიმდებარე ტერიტორიიდან. სამუშაობის დასრულებით შემდეგ, ქალაქს ექნება ავტოსადგურის კეთილმოწყობილი შენობა და მოწესრუგებული მიმდინარე ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია მუნიციპალური და სამარშრუტო ავტოტრანსპორტისთვის.

„მრავალი წლის შემდეგ ჩვენს ქალაქს განახლებული ავტოსადგური ექნება. აღნიშნული ობიექტი უკვე ათწლეულებია უფუნქციოა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდება კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. ჩვენი მიზანია მეტი ინფრასტრუქტურა კეთილმოვაწყოთ ქარელში, რათა ეს იგრძნოს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და მათთვის მგზავარობა უფრო კომფორტული გახდეს“, - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი.

ავტოსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 133 333 ლარს შეადგენს. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაიწყო და 14 ნოემბერს დასრულდება.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ახალი სამშენებლო“ ასრულებს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები