ახალი ამბები
ოსურმა მხარემ ორჭოსანთან დაკავებული ვასილ მენაბდიშვილი გაათავისუფლა
დე-ფაქტო ხელისუფლების სასამართლომ კასპელი ვასილ მენაბიშვილი ორდღიანი პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებს.

სააგენტოების ცნობით, 1957 წელს დაბადებული მენაბდიშვილი საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ორჭოსანთან დააკავეს.

ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ მენაბდიშვილს ახალგორის სასამართლომ ჯარიმა დააკისრა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები