ახალი ამბები
ირაკლი ალასანიამ გორში მოსახლეობასთან ინტენსიური შეხვედრები დაიწყო
დღეს, ,,თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა გორის ხილბოსტნეულის ბაზარი, ავტოსადგური და წმინდაწყალის, ჯორბენაძის, ყიფიანისა და ჯავახიშვილის ქუჩის მოსახლეობა გაიცნო და მათ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის მთავარი გზავნილები გაუზიარა.

გორის მოსახლეობა განსაკუთრებით დაინტერესდა პარტიის იმ ეკონომიკური პლატფორმისა და სოციალური პოლიტიკის მიმართულებით, რომელსაც საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ,,თავისუფალი დემოკრატები“ სთავაზობენ გორელებს და საქართველოს მთელს მოსახლეობას.

,,გორში, ისევე, როგორც ქვეყნის დანარჩენ რეგიონებში არის იდენტური პრობლემები. მაგალითად, გორის ბაზარში მოვაჭრეებთან შეხვედრისას გაისმა არა ერთი ჩივილი იმასთან დაკავშირებით, რომ მძიმე სოციალური ფონის გამო გორის ბაზარში შემცირებულია ვაჭრობა, გადასახადები კი მნიშვნელოვნად გაზრდილია." - აღნიშნა ალასანიამ. 

ირაკლი ალასანიამ პარტიის წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ და სოციალურ ნაწილზე დაყრდნობით მოსახლეობას მისცა პირობა, რომ არჩევნებში მისი გამარჯვების შემდეგ გორში არსებული ყველა პრობლემა გადაჭრილი იქნება და ეს არ არის მხოლოდ დაპირება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები