ქარელში კრივისა და საჭიდაო დარბაზის რემონტი მიმდინარეობს.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ქარელის გამგეობიდან
აცნობეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, სამუშაოები ორი თვე გასტანს და ნოემბერში
დასრულდება.
,,აღნიშნული პროექტისათვის ქარელის მუნიციპალიტეტის 2016 წლის
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო 123 990 ლარი. სამუშაოებს
ახორციელებს შპს „ახალი სამშენებლო“. სპორტული დარბაზების
რეაბილიტაცია დაიწყო 1 სექტემბერს და დასრულდება ნოემბერში." -
აცხადებენ პრეს-სამსახურში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობა ქარელის მუნიციპალიტეტის
გამგებელმა ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა და სამუშაოებით კმაყოფილი
დარჩა.
სტატიის გამოყენების პირობები