ახალი ამბები
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ ფერმასთან ახალ ასფალტს აგებენ
ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ფერმასთან ახალ ასფალტს აგებენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ახალი გზა სოფელს ავტობანთან დააკავშირებს. გზის მანძილი 2 კმ 100 მეტრია.

,,ახალ კეთილმოწყობილ გზის გარდა სანიაღვრე არხებიც მოეწყობა. სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" ახორციელებს" - გვითხრეს პრეს-სამსახურში.

სოფელ ფერმაში 330-მდე კომლი ცხოვრობს.

,,აღნიშნული გზა საფრთხის შემცველი იყო, განსაკუთრებით ბუნებრივი ნალექის დროს და მოსახლეობას და ტრანსპორტს გადაადგილების პრობლემას უქმნიდა. გზის დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა კეთილმოწყობილი გზით ისარგებლებს. პროექტის ღირებულება 399 000 ლარია და ხორციელდება 2016 წლის ცენტრალური და კასპის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით"  - აცხადებს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა გოჩიტაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები