ახალი ამბები
გენერალ მაზნიაშვილის ბიუსტი სასირეთის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგეს
გენერალ გიორგი მაზნიაშვილის ბიუსტი მშობლიური სოფლის სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგეს.

ღონისძიებაზე დასასწრებად ადგილზე ,,თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანიაც ჩავიდა. 

მენშევიკებისა და ბოლშევიკების გენერლის მონუმენტის დამზადების იდეა ადგილობრივ მკვიდრს ვახტანგ ბეჟიტაშვილს ეკუთვნის. ბეჟიტაშვილი კასპის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია ,,თავისუფალი დემოკრატებიდან".

ბიუსტის დადგმა სიმბოლურად 9 სექტემბერს დაამთხვიეს, რადგან სწორედ ამ დღეს, 1937 წელს მაზნიაშვილი დახვრიტეს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები