გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში მსუბუქი ავტომანქანა მამაკაცს
დაეჯახა.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროს
პრეს-ცენტრიდან დაუდასტურეს.
პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შეჯახებისას მამაკაცი
მსუბუქად დაშავდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის
პირველი ნაწილით (საგზაო მოძრაობის წესების დარღვევით)
მიმდინარეობს.
სოფელ ხიდისთავში გორი-კასპის სარაიონოთაშორისო საავტომობილო გზის
მთავარი მაგისტრალი გადის.
გზის სივიწროვის გამო, ადგილობრივი მოსახლეობა მანქანის სავალ გზაზე
მოძრაობს.
სტატიის გამოყენების პირობები