ახალი ამბები
შშმ პირების მონაწილეობით კასპის სკოლა-გიმნაზიაში პროექტის პრეზენტაცია მოეწყო
მთელი პრეზენტაციის განმავლობაში ქეთი ბიჭიკაშვილი აქტიურობდა, საუბრობდა, მონაწილეებს ცეკვის დროს ამხნევებდა, სიტყვითაც გამოვიდა. 

,,რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა უნდა მიიღოს განათლება, რომ აღარ იყოს საზოგადოებაში შეუწყნარობლობა; რომ მშობლებს ჩვენნაირი შვილების გამოჩენის არ სცხვენოდეთ" - თქვა მან. სკოლა - გიმნაზიის საორგანიზაციო საკითხების მენეჯერმა ნინო ნიპარიშვილმა ახალი ამბავიც გვითხრა. ქეთი ბიჭიკაშვილი უნივერსიტეტში მოეწყო და ეროვნული გამოცდები ბრწყინვალედ ჩააბარა.

სოფელ ხოვლედან მისი განუშორებელი პედაგოგი ეკა მერებაშვილი ახლდა. იმ გარემოთი, რომელიც კასპის სკოლა-გიმნაზიაში შშმ პირებს შეუქმნეს, ხოვლეს საჯარო სკოლის პედაგოგი გაოგნებული დარჩა.

კასპის სკოლა-გიმნაზიის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ნინო ნიპარიშვილმა პროექტის პრეზენტაცია გამართა. სპეციალურად შშმ პირებისთვის სკოლაში სასწავლო ცენტრი გაიხსნა. პედაგოგების დახმარებით სახვით ხელოვნების, ცეკვებისა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობებში ჩაერთნენ.

საბას და ნიკას გამოსვლებმა წარმოდგენად აქციეს პრეზენტაცია. კასპის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლის ლელა გიგოლაშვილის გოგონამ კი, აჭარული ცეკვის სოლო შთამბეჭდავად შეასრულა.

დედაც და შვილიც შშმ პირთა კატეგორიას ეკუთვნის. ლელას ამჯერად სხვა ადამიანების ბედი აღელვებს, რომელთაც საზოგადოების ნაწილისგან შემორჩენილი შეუწყნარებლობა თრგუნავს.

,,ჯერ კიდევ არის ჩვენს რაიონში ისეთი ოჯახები, სადაც შეზღდული შესაძლებლობის მქონე შვილები სხვადასხვა ფაქტორების გამო სახლში ჰყავთ" - ამბობს ლელა გიგოლაშვილი. ის ხაზს მცდარ მენტალიტეტს უსვამს, რადგან საზოგადოების შიშით მშობლებს შვილები გარეთ არ გაჰყავთ.

საბას დედა მარეხ ბერიაშვილი დიდი ხანია შშმ პირთა გაერთიანებაშია გაწევრიანებული. წუხს, რომ დღის ცენტრი, რომელიც კასპში მალე გაიხსნება, მხოლოდ, 12 ბენეფიციარზე გათვლილი. მისი ინფორმაციით, კასპის რაიონში 40-მდე ბავშვია ოფიციალურად რეგისტრირებული. ,,ეს რაც ჩვენ ვიცით, ჩვენი ძალებით მოვიძიეთ. ალბათ, კიდევ სადმე იქნება ოჯახები, სადაც ეყოლებათ ასეთი ბავშვები" - ამბობს მარეხ ბერიაშვილი.

კასპის შშმ პირთა კავშირის თავმჯდომარე დავით პარკაძე პრეზენტაცია ბავშვების საჩუქრებით მივიდა. მისი ოჯახის წევრის გამოცდილებით ერთი წელია შშმ პირების ზრუნვის პროგრამაში ჩაერთო.

,,თავიდან ფინანსების მოძიება გაგვიჭირდა, თუმცა, ბატონი ალექსანდრეს (გზირიშვილი) და მისი მამის დახმარებით შევძელით საქმიანობის დაწყება. დღეს უკვე წარმტებად უნდა ჩავითვალოთ ის ფაქტი, რომ კასპში დღის ცენტრი იხსნება" - ამბობს დავით პარკაძე.



Print

სტატიის გამოყენების პირობები