ახალი ამბები
მამაკაცი ზურგიდან ველოსიპედით მიმავალმა დაჭრა
ცოტა ხნის წინ, გორში, 40 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს.

შემთხვევა ცაბაძის ქუჩაზე, ქალაქის ცენტრში მოხდა.

თვითმხილველების თქმით,  მამაკაცს ზურგიდან დანა ველოსიპედით მიმავალმა დაარტყა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო.

დაჭრილი გამვლელის მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები