ახალი ამბები
კარალეთთან სამხედრო პიკაპი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთთან ავარია მოხდა.

სამხედრო პიკაპი საპირისპიროდ მიმავალ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა. მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ შექმნია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.

ავტოსაგზაო შემთხვევა გადაჭარბებულ სიჩქარეს უკავშირდება. კრიმინალისტიკური სამსახურის თანამშრომლებმა გამოძიება დაიწყეს და ექსპერტიზა დანიშნეს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები