ახალი ამბები
ხაშურის ბაზართან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს
ხაშურის ბაზართან სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით (ქურდობა) მიმდინარეობს.

როგორც ირკვევა, ბორჯომის ქუჩაზე მდებარე მაღაზიასთან განთავსებულ აპარატიდან 1800 ლარი წაიღეს.

დაკავებული ჯერჯერობით არავინაა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები