ახალი ამბები
კასპში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს ელოდებიან.

ამის გამო ქალაქის ცენტრალურ ნაწილს ამომრჩევლებთან შესახვედრად ამზადებენ. გადაკეტილია მისავლელი გზები.

გიორგი კვირიკაშვილი კასპელებს ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ირაკლი მეზურნიშვილს წარუდგენს.

მეზურნიშვილის წარდგენა აგვისტოში იყო დაგეგმილი, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო, შეხვედრა გადაიდო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები