ახალი ამბები
ირაკლი ალასანიამ კომბინატის დასახლება კარდაკარ შემოიარა
გორის მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ  შეხვედრები გორში, ახლა უკვე კომბინატის დასახლებაში გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,თავისუფალი დემოკრატების" პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, შინდისის გზატკეცილზე მაცხოვრებლები ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ინფრასტრუქტურულ პრობლემებს ასახელებენ.

,,გაუმართავი საკანალიზაციო სისტემა (შინდისის გზატკეცილი #32-ის მიმდებარედ კანალიზაცია გზაზე მიედინება), ავარიული კორპუსები, და შიდა გზები, ეს არასრული ჩამონათვალია იმ პრობლემების, რომლის მოგვარებას მოსახლეობა ითხოვს. ერთ-ერთ საერთო საცხოვრებელში ირაკლი ალასანიამ ოთახები პირადად დაათვალიერა და განაცხადა რომ ამ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების ასე მიტოვება ამ ადამიანების წინაშე ჩადენილი დანაშაულია." - აცხადებენ პრეს-სამსახურში.

,, მე ვიქნები თქვენი ადვოკატი, მოსვენებას არ მივცემ, როგორც ადგილობრივ, ისე ცენტრალურ ხელისუფლებას, რომ თქვენი პრობლემები აღმოფხვრილი იქნას უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





Print

სტატიის გამოყენების პირობები