ახალი ამბები
რა სთხოვეს კასპელებმა პრემიერ-მინისტრს (VIDEO)
საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილს კასპში რამდენიმე მოქალაქემ სხვადასხვა საკითხებზე დახმარება სთხოვა.

სოფელ ქვემო ჭალაში მცხოვრები ერთერთი მოქალაქე ,,ქართული ოცნების" ლიდერს სოციალური მომსახურების სააგენტოს კასპის ფილიალის ხელმძღვანელის გათავისუფლების აუცილებლობაზე ესაუბრა.

მისი თქმით, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელმძღვანელმა სოციალური დახმარება იმ ოჯახებს შეუწყვიტა, რომლებიც 2012 წლამდე ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ.

პრემიერ მინისტრმა კასპში მაჟრიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი მეზურნიშვილი წარადგინა. მოქალაქეების თხოვნები კი, ჩაინიშნა. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები