ახალი ამბები
ევროპაში მომღერალ ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის საკონცერტო აფიშები გამოჩნდა
ევროპაში მომღერალ ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის საკონცერტო აფიშები გამოჩნდა.

ამის შესახებ პირველ ფოტოებს ქალაქ ტორუნის მედია ავრცელებს.

ნიკოლა კოპერნიკის (მეთხუტმეტე საუკუნეში მცხოვრები ასტრონომი, რომელიც პირველი ამტკიცებდა, რომ დედამიწა მზის გარშემო ბრუნავს) მშობლიურ ქალაქში კონცერტი 14 ნოემბერს გაიმართება.

ტორუნი ჩრდილოეთ პოლონეთში მდებარეობს.

ქეთი მელუას ოფიციალური საიტის ცნობით, ევროპული ტურნე  28 ოქტომბერს გერმანიიდან დაიწყება, გაგრძელდება საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, პოლონეთში და 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, (კერძოდ, ლონდონის შემდეგ  შოტლანდიაში) დასრულდება.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კიოლში, ოლბურგში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტორუნში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში, გუილდფორდში, ბრისტოლში, საუთჰემპტონში, ლონდონში, ლივერპულში, ბირმინგემში, მანჩესტერში და გლაზგოში.  



Print

სტატიის გამოყენების პირობები