ახალი ამბები
ცხინვალის მთავრობა ,,რესპუბლიკის დღესთან" დაკავშირებით საგუშაგოებს ჩაკეტავს
2016 წლის 17-18 სექტემბერს დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებს ჩაკეტავს.

ამის შესახებ ოსური საინფორმაციო სააგენტო ,,სპუტნიკი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით,  გამყოფი ხაზის მიმდებარედ არსებული საგუშაგოები, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მუშაობას 17 სექტემბრის 20 საათიდან 19 სექტემბრის დილამდე შეწყვეტს.

2016 წლის 20 სექტემბერს ცხინვალში რესპუბლიკის დღე აღინიშნებ. 26 წლის წინ ცხინვალში ,,დამოუკიდებლობა" გამოაცხადეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები