ახალი ამბები
კამპანია ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში“ იწყება
19-დან 23 სექტემბერის ჩათვლით, საქართველოს რეგიონებში მდებარე დემოკრატიული ჩართულობის ცენტრებში, საარჩევნო თემაზე გაიმართება კამპანია - ,,მოქალაქის ხმა საარჩევნო პროცესში.“

კამპანია სამოქალაქო საზოგადოების რეგიონული ქსელის, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას,“ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელის და საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი მიზანია არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებისთვის რეგიონებში არსებული ძირითადი გამოწვევებისა და მოქალაქეთა პრიორიტეტების გაცნობა.

შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკური პარტიების მაჟორიტარობის კანდიდატები, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები.

შეხვედრებს კითხვა-პასუხის ფორმატი ექნება და დამსწრე საზოგადოებას, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობას, საშუალება ექნება მათთვის სასურველი კითხვით მიმართონ მაჟორიტარობის კანდიდატებს და გაიგონ თუ როგორ ხედავენ ისინი რეგიონში პრობლემების გადაჭრის გზებს.

სამოქალაქო კვირეული იმართება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეების ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.



შეხვედრები ჩატარდება შემდეგი თანმიმდევრობით:

ქალაქი

თარიღი

დრო

  1. თელავი

19.09.16

11:00

  1. საგარეჯო

19.09.16

15:00

  1. რუსთავი

20.09.16

11:00

  1. მარნეული

20.09.16

15:00

  1. ახალციხე

21.09.16

11:00

  1. გორი

21.09.16

15:00

  1. ქუთაისი

22.09.16

11:00

  1. ზუგდიდი

22.09.16

15:00

  1. ოზურგეთი

23.09.16

11:00

  1. ბათუმი

23.09.16

15:00



Print

სტატიის გამოყენების პირობები