ახალი ამბები
გიორგი თოთლაძე უბრნისისა და რუისის მოსახლეობას შეხვდა
„ქართული ოცნების“ სამომავლო გეგმები გააცნო "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიორგი თოთლაძე წინასაარჩევო კამპანიის ფარგლებში ქარელის რაიონის სოფლების უბრნისისა და რუისის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე, რომელიც კითხვა -პასუხის რეჟიმში წარიმართა, მოსახლეობა სოფლის მეურნეობის სფეროში განხორციელებული და დაგეგმილი სიახლეებით დაინტერესდა.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა კითხვებს უპასუხა და პარტია "ქართული ოცნების" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები