ახალი ამბები
,,ახალბაღთან" და მეტეხში მეთევზეები დააჯარიმეს
კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მდინარე მტკვრის კალაპოტში მოქალაქე  ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით თევზაობდა.

ამის ამსახველი ფოტომასალა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გადაიღეს.

შიდა ქართლის განყოფილების წარმომადგენლებმა ანალოგიური სახის ფაქტი გორშიც გამოავლინეს.

კერძოდ, ქალაქ გორში ახალბაღის მიმდებარედ მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოქალაქე თევზაობდა ანკესზე გამობმული სახლართი ტიპის ბადით.

ორივე ფაქტზე შესაბამისი აქტები შედგა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები