ახალი ამბები
ფლავისმანში ორბი დაატყვევეს და მის გაყიდვას ცდილობდნენ
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამმართველოს შიდა ქართლის თანამშრომლებმა უკანონოდ დატყვევებული ცხოველთა სამყაროს ობიექტით, კერძოდ ორბის სახეობის ფრინველით ვაჭრობის ფაქტი გამოავლინეს.

კერძოდ,  დეპარტამენტის წარმომადგენლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ ფლავისმანში მოქალაქე ინტერნეტ სივრცეში გამოქვეყნებული ინფორმაციის საშუალებით  უკანონოდ მოპოვებული ერთი ფრთა ორბის გაყიდვას ცდილობდა.

შედგა შესაბამისი ოქმი და ორბი დროებით გადაეცა ზოოლოგიურ პარკს, სრული გამოჯანმრთელებისთანავე მოხდება მისი ველურ ბუნებაში გაშვება.

,,ვყიდი ორბს, ძალიან ლამაზია, 3 მეტრამდეა ფრთებგაშლილი, დამიკავშირდით მითითებულ ნომერზე" - ასეთი იყო განცხადების შინაარსი. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები