ახალი ამბები
დიცში ოსური სოფლებიდან გადასულ საქონელს არ უშვებენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიცისკენ ოსური სოფლიდან 12 სული საქონელი ხეხილის ბაღებში გადავიდა.

ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ისინი სადგომში მოათავსეს. ფოტოები მაესტროს ჟურნალისტმა ია თინიკაშვილმა გადაიღო.

მისი ინფორმაციით მოსახლეობა საქონლის გაშვებას იმ დრომდე არ აპირებს, ვიდრე ოსური მხარე ზარალს არ აანზღაურებს.

მოსახლეობა აღნიშნავს, რომ საქონელმა ხეხილი გაანადგურა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები