ახალი ამბები
სტალინის ქუჩაზე მანქანა ფეხით მოსიარულეს დაეჯახა
გორის ცენტრში სტალინის გამზირზე ავტომანქანა ფეხითმოსიარულეს დაეჯახა.

დაშავებული არასრწულწლოვანია, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

იმ ადგილის სიახლოვეს, სადაც შეჯახება მოხდა, ფეხითმოსიარულეთა გადასასვლელია. არასრულწლოვანი გზაზე გადადიოდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები