ახალი ამბები
ავსტრიის ხელისუფლების დიპლომატმა ხურვალეთში მავთულხლართები დაათვალიერა
გამყოფი ხაზის სიახლოვეს მდება სოფელ ხურვალეთში დღეს ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანი მიხაელ ლინჰარტერი ჩავიდა.

ევროპელმა დიპლომატმა საოკუპაციო ხაზი დაათვალიერა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭედა ხურვალეთიდან გამოუცხადა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია ვითარების ადგილზე შესწავლა.

მიხაელ ლინჰარტერი მზადაა დაპირისპრებულ მხარეებს მშვიდობიან მოლაპარაკებაში დახმარება გაუწიოს.

ავსტრიელი დიპლომატი მანამდე თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნას დაესწრო. საელჩოს გახსნის ცერემონიას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე დაესწრო.

მისასალმებელ სიტყვაში გიგი გიგიაძემ მადლობა გადაუხადა ავსტრიის რესპუბლიკის მთავრობას საქართველოში საელჩოს გახსნისათვის და იმედი გამოთქვა, რომ ეს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ეკონომიკისა და ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით. მინისტრის მოადგილემ ასევე მადლიერება გამოხატა ავსტრიის მიერ საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის ისევე, როგორც ავსტრიული მხარის მიერ გაწეული დახმარებისთვის.

2015 წლის ზაფხულში, ავსტრიის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე. საქართველოში ავსტრიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა არად ბენკო. 2016 წლის ივლისის ჩათვლით საქართველოს დიპლომატიური დაფარვა აზერბაიჯანში ავსტრიის რესპუბლიკის საელჩოდან ხდებოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები