ახალი ამბები
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა ერთობლივი მემორანდუმი შეიმუშავეს
ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების ნაწილმა ერთობლივი მემორანდუმი შეიმუშავეს.

მის ხელმოსაწერად ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის"  პარტიის ხაშურის ორგანიზაციის ოფისში 6 კანდიდატი მივიდა.

ხაშურის 43-ე მაჟორიტარულ ოლქში სულ 14 კანდიდატია.

შეხვედრაზე პარტია ,,ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი გელაშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი როინ მახარობლიძე არ მივიდნენ. 

ვალერი გელაშვილის თქმით, ის ბუჭულაძის პარტიის ოფისში არ მივიდოდა, რადგან მათ კანდიდატს გიორგი მოსიაშვილს შეხვედრა ნეიტრალურ ზონაში  შესთავაზა:

,,კარგით, რა სასაცილოა? მაგათ პარტიაში მივიდიდო? როცა დამირეკა, მითხრა, პარტიაში მოდი, შევხვდეთო. მე ვუპასუხე, რომ თუკი შეხვედრა უნდოდა, ნეიიტრალურ ტერიტორიაზე შევხვედროდით. არც კი ვიცოდი, რომ მემორანდუმზე იყო საუბარი" - აცხადებს ვალერი გელაშვილი.

,,ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი როინ მახარობლიძე მიესალმება მემორანდუმის შინაარს, თუმცა, ხელმოწერაზე მაინც უარი თქვა:

,,ყველა ადგილობრივი კანდიდატი მე მებრძვის. ყველა მათგანი ჩემ პლაკატებს ხევს" - აცხადებს როინ მახარობლიძე. 

მემორანდუმის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პატივს უნდა სცემდეს კანონს: 1. უზრუნველყოს საარჩევნო კანონმდებლობის ზუსტი და თანმიმდევრული დაცვა; 2. არ გამოიყენებს სიძულვილის ენას; 3. არჩევნების დღეს საარჩევნო პროცედურების დარღვევის ფაქტზე რეაგირებისას სოლიდარობა. 4. არჩევნების შემდეგ ქალაქის დასუფთავება საარჩევნო მასალებისგან ერთობლივად.






Print

სტატიის გამოყენების პირობები