ახალი ამბები
არსებობს თუ არა ქონების დაკარგვის საშიშროება მიკროკრედიტის აღების შემთხვევაში
ბანკიდან კრედიტის გამოტანის დროს, უმეტეს შემთხვევაში, გარანტიის სახით, ბანკი, საკუთარ მფლობელობაში არსებული, უძრავი ან მოძრავი ქონების ჩადებას გთხოვთ. თუმცა, ბანკი მომხმარებელს თავის პირობებს სთავაზობს და მხოლოდ ამგვარი ორმხრივი სასესხო შეთანხმების საფუზველზე გაიცემა კრედიტი.

გემუქრებათ ამ შემთხვევაში ქონების დაკარგვა? ალბათობა დიდია, ძალიან ხშირად გაგიგონიათ ან გინახავთ განცხადებები, თუ როგორ იყიდება ბანკიდან აუქციონზე გატანილი სახლები, ავტომანქანები და ა.შ.

მომხმარებლის მხრიდან პირობების დარღვევის შემთხვევაში, ბანკი სესხს და შესაბამისად, კლიენტის საკრედიტო საქმეს იურიდიულ დეპარტამენტს გადასცემს, ისინი ამზადებენ სარჩელს და შეაქვთ სასამართლოში / არბიტრაჟში. შემდეგ, თუ სასამართლო მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას ქონების რეალიზაციის აუცილებლობის შესახებ, გირაოს სახით ჩადებული ქონება აუქციონის წესით იყიდება .

სწრაფი ონლაინ სესხი ამ მხრივ უსაფრთხოა, რადგან მიკროსესხების შემთხვევაში, ქონების დაკარგვის საფრთხე არ არსებობს. მიკროსაფინანსო ორგანიზაციები კრედიტს კლიენტის მიერ მიღებული პირადი ინფორმაციის საფუძველზე გასცემენ. კლიენტი ავსებს სპეციალურ ანკეტას, ონლაინ სესხების შემთხვევაში ეს სახლიდან გაუსვლელად ხდება, რის შემდეგაც მიკროსაფინანსო ორგნიზაცია ღებულობს გადაწყვეტილებას მომხმარებელისთვის სესხის გაცემის შესახებ. .

რა თქმა უნდა, კლიენტის მიერ პირობების დარღვევის შემთხვევაში, ამას ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესაბამისი რეაქცია მოყვება მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მხრიდან, თუმცა, ეს იქნება ჯარიმის სახით განსაზღვრული ფულადი თანხის გადახდა და არა გარკვეული ქონების ლიკვიდაცია.

ხშირად მომხმარებელს სურს ისარგებლოს მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მომსახურებით, მაგრამ მისი ფულადი თანხის ოდენობის მოთხოვნა, მიკროსესხის გაცემის პირობების ფარგლებს სცდება. ამ შემთხვევაში შესაძლოა მიკროსაფინანსო ორგანიზაციამ მოითხოვოს საგარანტიო ქონების სახით, სესხის უძრავი ან მოძრავი ქონებით უზრუნველყოფა. მაგრამ აქაც მიკროსაფინანსო ორგანიზაციები სპეციალურ და ხელსაყრელ პირობებს სთავაზობენ მომხმარებელს.

ნებისმიერი ტიპის სესხით სარგებლობისას, მომხმარებელი წინასწარ ეცნობა პირობებსა და შეთავაზებებს. ყველაზე თვალში საცემი და მიმზიდველია ის, რომ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია საკმაოდ დიდ დროს სთავაზობს კლიენტს სესხის დასაბრუნებლად, მომხმარებელი დაცულია ფარული პროცენტების და საკომისიოს დარიცხვისგან, რაგდან ყველა პროცესი და პირობა გამჭვირვალეა. ეს კი მომხმარებლის უფლებების დაცვას ემსახურება. ყველაზე მნშვნელოვანი ნიუანსია: თუ მომხმარებელი დროულად ვერ ახერხებს თანხის გადახდას, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ხელს უწყობს მას და სთავაზობს პრობლემის გადალახვის გამარტივებულ პირობებს, რათა არ გახდეს საჭირო ქონების ლიკვიდაცია.

მართალია, პირობების დარღვევას მოყვება სათანადო საჯარიმო სანქციები, მაგრამ თქვენ საკუთარი ქონების მფლობელი რჩებით და განკარგავთ მას თქვენი შეხედულებისამებრ.
ძირითადად მიკროსაფინანსო ორგანიზაციები ამგვარ მომსახურებას სთავაზობენ მომხმარებლებს იმ შემთხვევაშიც, როდესაც საჭირო ხდება სესხის უზრუნველყოფა საგარანტიო ქონებით. ისინი მაქსიმალურად უქმნიან პირობებს მსესხებლებს, რათა გადახდა მათთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელი გახდეს. ამგვარად, მიკროსესხების აღების შემთხვევაში, ქონების დაკარგვის საშიშროება არ არსებობს. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები