საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად
(გამოქვეყნდა 2016 წლის 1 ივნისს) 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ)
ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად
ჩამოწერას დაექვემდებარა:
ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე
გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის
ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან
საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო
დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი
შემოსავალი;
ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო
დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული
აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით,
თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ
წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების
გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი
საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება
ერთობლივი შემოსავალი.
გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის
ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და
ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ნაწილი დარჩა
უცვლელი).
ცვლილების ამოქმედებიდან, 02.06.2016 -21.09.2016 პერიოდში,
საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით, 24,546
გადასახადის გადამხდელს უკვე ჩამოეწერა საგადასახადო დავალიანება
ჯამში 1,013,179,986-00 ლარი, მათ შორის:
ა) ნაწილით - 24,318 გადამხდელს 1,012,477,408-80 ლარი,
ბ) ნაწილით - 218 გადამხდელს 697,885-80 ლარი,
გ) ნაწილით - 10 გადამხდელს 4, 691-40 ლარი.
შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას
ახორციელებს როგორც საკუთარი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე
ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე
გადამხდელის მომართვის შემთხვევაში. ჩამოწერის პროცესი
გრძელდება.
სტატიის გამოყენების პირობები