ახალი ამბები
მორიგი ავარია კომბინატში - დამტვრეულია სამი მანქანა (Photo)
გორში, კომბინატის დასახლებაში ავარია მოხდა.

მერსედის მარკის ავტომანქანა საპირისპიროდ მოძრავ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა.

შეჯახების შედეგად ერთერთი მანქანა დაბზრიალდა და მესამე მანქანას შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს. 

მშვიდობის გამზირზე ავარია ორი დღის წინაც მოხდა.



Print

სტატიის გამოყენების პირობები