ახალი ამბები
,,ქართული ოცნების" და ,,პატრიოტთა ალიანსის" ოფისების წინ აზერბაიჯანელებმა ფილმი გადაიღეს
აზერბაიჯანელმა მსახიობებმა გორში ფილმი გადაიღეს.

გადამღები ჯგუფები, ციხის უბანში, გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურისტული ცენტრის წინ მუშაობდნენ.

გადამღები ჯგუფის ერთერთი ორგანიზატორის თქმით, მხატვრულ-დოკუმენტალისტურ ფილმი გორს, მის კულტურულ ცხოვრებას, მუზეუმებს, ეკლესიებს, ისტორიულ ძეგლებს და რაც მთავარია სტალინს ეხება.

,,გადაღებაზე მსახიობები მუშაობენ, იქნება მხატვრული ელემენტები. ყველა სამუშაო მომდევნო წლის აპრილში დამთავრდება და სახელმწიფო ტელევიზიით გადაიცემა" - გვითხრა ორგანიზატორმა.

გადაღებები, ასევე, ,,ქართული ოცნებისა" და ,,პატრიოტთა ალიანსის" ოფისების წინ აწარმოეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები