ახალი ამბები
გორში მომავალ წელს 8 კმ გზა დაიგება - იოსებ მაკრახიძის სიტყვით გამოსვლა
,,ქართული ოცნების" კანდიდატი იოსებ მაკრახიძე გორელებს 8 კმ გზის დაგებას მომავალი წლისთვის ჰპირდება.

ამის შესახებ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა სამეფო ქუჩაზე შეხვედრის დროს ისაუბრა.

მისი თქმით, ქალაქში თბილისისა და ნონეშვილის ქუჩები მოწესრიგდება. რაც შეეხება იმ ადგილს, სადაც იმყოფებოდა, აღნიშნა, რომ აღნიშნული ,,ლენინის ქუჩისთვის" პროექტი მზადაა.

იოსებ მაკრახიძე საგზაო სამშენებლო კომპანია ,,იბოლიასა' და ,,საგზაო სამშენებელო სამმართველო #1"-ის მეწილეა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები