ახალი ამბები
ირაკლი ალასანიამ ვერხვების დასახლებაში შეხვედრა გამართა
ირაკლი ალასანიამ შეხვედრა ვერხვების დასახლებაში მაცხოვრებლებთან გამართა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, ირაკლი ალასანიამ მოსახლეობას თავისუფალი დემოკრატების’’ საარჩევნო პროგრამა გააცნო, შემდგომ კი საუბარი დიალოგის ფორმატში გაგრძელდა.

„მე არ დავბადებულვარ გორში, მაგრამ სულით და გულით ვარ და ვიქნები გორელი, 2008 წლის ომის დროს გაეროში ჩემთვის უდიდესი სტიმული იყო თქვენი გმირობის ისტორიები, მე ვიქნები გარანტი რომ თქვენი ყველა მნიშვნელოვანი პრობლემა ჩემი მაჟორიტარობის პერიოდში იქნება მოგვარებული“-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

Print

სტატიის გამოყენების პირობები