ახალი ამბები
ირაკლი ალასანია სუხიშვილის ქუჩაზე
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ალასანია ვერხვების დასახლებაში, სუხიშვილის # 20 აგვისტოს ომის დროს დაზარალებულებს კარდაკარის ფორმატში შეხვდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი დაეთმო პარტიის პლატფორმის განხილვას. გორის მაჟორიტარი დეპოუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას პირადად გააცნო მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხები საარჩევნო პროგრამიდან.

მოსახლეობა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს დიდი ნდობით და იმედით შეხვდა. ირაკლი ალასანია მაცხოვრებლებს დაპირდა რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდგომ პირადად ჩაერთვება მათი პრობლემების მოგვარებაში და გააკეთებს ყველაფერს იმისათვის , რომ მათი საცხოვრებელი პირობები გახდეს უკეთესი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები