ახალი ამბები
,,კასპიცემენტში" ახალი პროექტის პრეზენტაცია მიმდინარეობს
ამ წუთებში ,,კასპიცემენტში" ახალი საინვესტიციო პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.

ქარხანას საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ეწვია და შესავალ სიტყვაში საწარმოს ხელმძღვანელობას და მუშებს 10 წლის იუბილე მიულოცა.

ახალი პროგრამის მიხედვით ქარხანაში 100 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კასპის ცემენტის ქარხანა სრულ მოდერნიზაციას განიცდის და დაიწყება კლინკერის წარმოების მშრალი ხაზის მშენებლობა.

,,ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსის საწარმოების გადაიარაღების და განვითარების პროექტი" 2016–2018 წლებში განხორციელდება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები