ახალი ამბები
პირველი სიმღერა ქეთი მელუასა და გორის ქალთა გუნდის შესრულებით
მომღერალ ქეთი მელუასა და გორის ქალთა კამერული გუნდის შესრულებით პირველი სიმღერის ჩანაწერი უკვე გამოქვეყნდა.

კლიპი ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერლის ოფიციალურ ვებ-გვერდზე დაიდო.

ერთობლივი სიმღერა ,,Dreams On Fire" იმ ალბომში შევა, რომელიც ოფიციალურად 14 ოქტომბერს გამოვა სახელწოდებით ,,'In Winter'" (ზამთარში).

ალბომის გამოსვლის შემდეგ, 2016 წლის 28 ოქტომბრიდან კი, მომღერალი გუნდთან ერთად სხვადასხვა ქალაქებში კონცერტებს გამართავს.

ქეთი მელუას ოფიციალური საიტის ცნობით, ევროპული ტურნე 28 ოქტომბერს გერმანიიდან დაიწყება, გაგრძელდება საფრანგეთში, ბელგიაში, დანიაში, პოლონეთში და 3 დეკემბერს დიდ ბრიტანეთში, (კერძოდ, ლონდონის შემდეგ შოტლანდიაში) დასრულდება.

ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი გორის ქალთა გუნდთან ერთად კონცერტებს გამართავს ფრანკფურტში, ნიურნბერგში, მიუნხენში, უტრეხტში, დიუსელდორფში, პარიზში, კიოლში, ოლბურგში, კოპენჰაგენში, ვროცლავში, ტორუნში, ბერლინში, ჰამბურგში, ბაზელში, ციურიხში, ბრიუსელში, გუილდფორდში, ბრისტოლში, საუთჰემპტონში, ლონდონში, ლივერპულში, ბირმინგემში, მანჩესტერში და გლაზგოში.



Print

სტატიის გამოყენების პირობები