ახალი ამბები
,,გორის დღეები 2016" - ოთხი დღე გაგრძელდება
,,ტრადიციადქცეული სახალხო დღესასწაული ,,გორის დღეები“ 28 სექტემბერს გაიხსნება და საზეიმო ღონისძიებებით 1-ელ ოქტომბერს დაიხურება."

პროგრამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გორის მერიიდან აცნობეს.


,,გორის დღეები 2016“-ის პროგრამა

28 სექტემბერი

15:00 - ღია გაკვეთილი თავისუფალი სტილით ჭიდაობაში (ნ. სხირელის სახელობის ჭიდაობის დარბაზი);
მპიონებთან შეხვედრა, ფოტოსესია და ავტოგრაფების დარიგება, გორის ცენტრალური სასპორტო სკოლა

20:00 - კიქსბოქსი ბავშვების გასართობი შეჯიბრი გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში“

პრეს-სამსახურის ცნობით, 4 დღის განმავლობაში, გორის დღეების აღსანიშავად გორის ეთნოგრაფიული მუზეუმი და საბრძოლო დიდების მუზეუმი ღია კარის დღეს აცხადებენ და დამთვალიერებელს უფასოდ უმასპინძლებენ. უფასო იქნება საბავშვო ატრაქციონები გორის კულტურისა და დასვენების პარკ ,,ახალბაღში“ ყოველდღე 18:00 საათიდან 20:00 საათამდე.

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა ტიპის სანახაობები: კონცერტები, სპორტული შეჯიბრებები, ფერების ფესტივალი, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ხილის ბაზარი, ფილმის ჩვენება და სხვა.
,,გორის დღეებს“ დაესწრებიან უცხოელი სტუმრები პოლონეთის, ლატვიისა და უკრაინის დამეგობრებული ქალაქებიდან.


1 ოქტომბერი (დასკვნითი დღე ) - ჭავჭავაძის გამზირი, მონაკვეთი სტალინის გამზირსა და სამეფო ქუჩას შორის

12:00- ღონისძიების გახსნა მრავალჟამიერით და ანსამბლ „გორის“ კონცერტი
12:00- საბავშვო გასართობი ატრაქციონები
12:00- ხელნაკეთი ნივთების, ფერწერული და ფოტო ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა
12:00 - ხილის ბაზარი
12:00 - სპორტული შეჯიბრებები:
13:00 - ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების და ინდივიდუალური შემსრულებლების კონცერტი
15:00 - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისალმება; სკოლების დაჯილდოება
16:00 - საბავშვო-გასართობი პროგრამა - ორი ჯუჯა და დაბადების დღის ცენტრი „რიო“
17:00 - ფერების ფესტივალი
20:00 - დასკვნითი კონცერტი თბილისის ბიგ-ბენდის მონაწილეობით
კონცერტი დასრულდება ფოიერვერკით.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები