ახალი ამბები
გორში ,,ბი დი სი" აკადემიის ფილიალი გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,RDFG - სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის“, ამ ორგანიზაციის მიერ პარტნიორ ორგანიზაციასთან ,,ბი დი სი“ აკადემიასთან ერთად, ქ. გორში კომპლექსური სატრენინგო და საკვალიფიკაციო ცენტრი ,,ბი დი სი“ აკადემია გახსნა.

,,ბი დი სი’’აკადემიის მიზანია მოამზადოს კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე დამსაქმებლების გაზრდილი მოთხოვნების პირობებში.

ასევე უზრუნველყოფს სწავლების მაღალ დონეს.

გამორჩეულ კანდიდატებს წარადგენს დამსაქმებლების წინაშე.

,,ბი დი სი აკადემია ''წარმატებით ფუნქციონირებს 2006 წლიდან.  ატარებს მოკლევადიან ტრეინინგებს კომპიუტერის, კომპიუტერული ინჯინერიის, უცხო–ენების, ბუღალტერიის სრული კურსი (თეორია,კომპიუტერული საბუღალტრო პროგრამები,სტაჟირება საბუღალტრო ორგანიზაცია ანაგელში) საბანკო საქმე, საფინანსო, საგადახადო საქმის, ჟურნალისტიკის, ჟურნალისტიკის, ოფის მენეჯერის, მენეჯმენტის, მარკეტინგისა და PR-საზოგადოებასთან ურთიერთობის საფუძვლების,. ასევე აქტიურად შეასწავლის ფარმაციას, პირველად სამედიცინო მომსახურებას და სხვ.როგორც ფასიანი ასევე უფასო სტაჯირებებით.

მოკლევადიანი ტრეინინგის პრიორიტეტია–– მინიმალურ დროში მაქსიმალურად საჭირო და გამოყენებადი განათლება მიიღოს მსმენელმა, მიზანია მოამზადოს კადრები, რომლებიც კონკურენტუნარიანი იქნებიან თანამედროვე დამსაქმებლების გაზრდილი მოთხოვნების პირობებში. ბიდისი აკადემიის მსმენელები სტაჟირებას გადიან ბანკებში, აფთიაქებში, სამაუწყებლო და ბეჭდვით მედიაში, სხვადასხვა სპეციფიკურ ორგანიზაციებში და იძენენ პრაქტიკულ გამოცდილებას.

საგანმანათლებლო ცენტრმა 2011 წლიდან მიიღო ტრეინინგ –აკადემიის სტატუსი და აქტიურად მუშაობს სწავლების მეთოდების დახვეწაზე. წარმატებული რეორგანიზაციის შედეგად გაფართოვდა ქსელი, გაიხსნა ფილიალები, დამყარდა კავშირები უცხოელ პარტნიორებთან, ამუშავდა გაცვლითი პროგრამები, გაღრმავდა ურთიერთ–თანამშრომლობა ქართულ ბრენდებთან და წამყვან ბიზნეს წრეებთან.

,,ბი დი სი’’ აკადემიის მიზანია მაქსიმალურად დაეხმაროს საზოგადოებას განათლებაში და უკმაყოფილო და იმედგაცრუებული მსმენელი არ არსებობდეს. სწავლების მაღალი დონე და პედაგოგების კვალიფიკაცია სავსებით გამორჩეულ კანდიდატებს სთავაზობს დამსაქმებლებს.

აკადემია ატარებს სხვა და სახვა სახის საქველმოქმედო აქციებს. ხელს უწყობს სოციალურად დაუცველებსა და დევნილებს მათთვის მოქმედებს პეციალური ფასდაკლებები, შესაბამისი იურიდიული დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

სწავლება მიმდინარეობს ღია და კორპორატიულ ფორმატში. ნიშანდობლივია, რომ წარმოდგენილი პროგრამები შესაძლებელია ადაპტირებულ იქნას მიმდინარეობის კონკრეტული საჭიროებების და მოთხოვნების შესაბამისად.

სწავლებას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური პრაქტიკოს კონსულტანტები, რომლებიც არიან წარმატებულნი თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში და გააჩნიათ სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება. ,,ბიდისი აკადემია ‘’ სთავაზობს მსმენელებს მაღალი დონის განათლებას, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.  მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას უზრუნველყოფენ საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ლექტორები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები