ახალი ამბები
გორის თეატრში მსახიობ ოთარ ქუთათელაძეს გამოემშვიდობნენ
დღეს გორის თეატრში მსახიობ ოთარ ქუთათელაძეს გამოემშვიდობნენ.

რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი 78 წლის ასაკში საკუთარ დაბადების დღეზე გარდაიცვალა.

მსახიობებმა, მწერლებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და დარბაზში შეკრებილმა გორელებმა ოთარ ქუთათელაძის შემოქმედება გაიხსენეს.

ოთარ ქუთათელაძე იყო რესპუბლიკის დამსახურებულ არტისტი, გიორგი ერისთავის პრემიის ლაურეატი, კოტე მარჯანიშვილის პრემიის ლაურეატი, ალ. პოპოვის პრემიის ლაურეატი და ქალაქ გორის საპატიო მოქალაქე.


Print

სტატიის გამოყენების პირობები