ახალი ამბები
აგარებთან მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა
ცენტრალურ ავტომაგისტრალზე სოფელ აგარებთან მოტოციკლი ქვეითს დაეჯახა.

24 წლის ახალგაზრდა ხაშურის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მოტოციკლის მძღოლი კი, დაშავებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც მსხვერპლი გამოიწვია.

სოფელ აგარებთან ცენტრალური ავტომაგისტრალი
Print

სტატიის გამოყენების პირობები