ახალი ამბები
ალექსანდრე ინდუაშვილს გორში ეძებენ
გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრისა და კოორდინატორის დაჭრის ფაქტზე ბრალდებულს პოლიცია გორში ეძებს.

სადგურის დასახლებაში მისასვლელ გზებს სამართალდამცველები აკონტროლებენ.

შემოწმდა საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორია, მთელი ღამე შს სამინისტროს წარმომადგელები ავტომანქანებით კეცხოველის, ატენისა და გორიჯვრის ქუჩებზე პატრულირებდნენ.

სავარაუდოდ, ბრალდებულს სადგურის დასახლება არ დაუტოვებია.

ალექსანდრე ინდუაშვილს (ზედმეტსახელად ხამსა)  ბრალი 117-ე და 263-ე მუხლებით წარედგინა, რაც სხეულის განზრახ დაზიანებას და იარაღის უკანონო ტარებას გულისხმობს.

2 ოქტომბერს კანდიდატის წინასაარჩევნო შეხვედრაზე ალექსანდრე ინდუაშვილსა და ოქრუაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც დაცვის წევრებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა.

ოქრუაშვილის მტკიცებით, ინდუაშვილმა დამიზნებით ისროლა, როგორც მისი, ასევე, დაცვის წევრების მიმართულებით.

დაშავებულებს ტყვია კვედა და ზედა კიდურებში მოხვდათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები