ახალი ამბები
ირაკლი ალასანია კომბინატის დასახლებაში ამომრჩევლებს შეხვდა
‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერმა და გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ შეხვედრა გორში კომბინატის მოსახლეობასთან გამართა.

გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ადგილობრივებს პარტიის საარჩევნო პროგრამა და გორის განვითარების კონკრეტული გეგმა გააცნო.

ასევე მოისმინა მათი პრობლემები და დაპირდა რომ მათთან ერთად იბრძოლებს, რათა გორი იქცეს თანამედროვე ევროპულ ქალაქად, რომელიც იქნება სხვა რეგიონებისთვის მისაბაძი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები