ახალი ამბები
გორის ციხიდან პოლიციის თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს
დაცვის პოლიციის თანამშრომელი გორის ციხიდან საკაცით ჩაიყვანეს.

ახალგაზრდა მამაკაცს გადაადგილება უჭირდა და აცხადებდა, რომ მუცლის არეში ძლიერი ტკივილები ჰქონდა.

თავდაპირველად, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა, თუმცა, მიუდგომელი ადგილის გამო, სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების ცნობით, სავარაუდოდ, პოლიციის თანამშრომელს აპენდიციტი განუვითარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები