ახალი ამბები
ვალერი კვარაცხელიას საარჩევნო ნომრიანი ავტომანქანები გორის ქუჩებში
,,გორიდან დავიწყოთ რევოლუციური აზროვნება, გორიდან დავიწყოთ სამშობლოს ხსნის მძლავრი მოძრაობა! დედა-სამშობლო გვიხმობს!" - ასე მიმართავს გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვალერი კვარაცხელია გორელ ამომრჩევლებს. 

მისი საარჩევნო ნომრიანი ავტომანქანები ქალაქის ქუჩებში უკვე გამოჩნდა, რომელსაც საბჭოთა ბელადის იოსებ სტალინის ფოტოები ახლავს.  

თავდაპირველად, იგი კენჭის ყრას ,,კვარაცხელია სოციალისტების" პარტიის სახელით აპირებდა, თუმცა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ აღნიშნული პარტია რეგისტრაციიდან მოხსნა. 

ამის შემდეგ,  ვალერი კვარაცხელია ერთიანი კომუნისტური პარტიის სიის პირველი ნომერი გახდა. 

Print

სტატიის გამოყენების პირობები