‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ლიდერი და გორის მაჯორიტარი დეპუტატობის
კანდიდატი ირაკლი ალასანია გორში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრას
განაგრძობს.
გორის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ჭალის და რკინიგზის სადგურის
დასახლებაში შეხვდა გორელებს.
მათ პირადად გააცნო პარტიის საარჩევნო პროგრამა და ყველა იმ
მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა რაც ადგილობრივებს აწუხებთ.
ირაკლი ალასანიამ გორის მოსახლეობას არჩევნებში აქტიურობისკენ
მოუწოდა, რათა ქვეყანა შეცვალონ უკეთესობისკენ. ჭალის და რკინიგზის
სადგურის დასახლებაში მაცხოვრებლებს მწვავედ უდგათ სოციალური
პრობლემები.
მათ ნაწილს უსამართლოდ მოუხსნეს სოციალური დახმარება, ვერ ყიდულობენ
საჭირო მედიკამენტებს. გორის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატი
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გორელებს პრობლემების მოგვარებას და
უკეთესი ცხოვრებას დაპირდა.
სტატიის გამოყენების პირობები